უტკბილო ყავა

contemporary-prints-and-posters

უტკბილო ყავას გავს მოქმედი რომანი,
არ მითხრეს, რომ შიგნით შაქარი ეყარა.
არც კოვზი მომცეს, რომ მეცადა მორევა.
თვალებზეც თოვლივით ბურუსი მეფარა.

ჩავღვარეთ სხეულში პირდაწვით, სასწრაფოდ
უშაქრო ყავა და გუშინწინ არ მოვკვდით,
გუშინაც გადავრჩით და დღემდე მოვედით.
ხვალესაც გავიტანთ, მაგრამ ზეგ მოვრჩებით.

სრულად

სექსი, ნარკოტიკები და ლესბოსელი რძალი

facebook-ads-suckპოსტი არაფერ კავშირშია სათაურთან. მაინტერესებდა მსგავსი სათაურები რამდენად იქცევს ხალხის ყურადღებას. გთხოვთ კომენტარებში დაწეროთ თუ სათაურის გამო დაიწყეთ კითხვა. რეალურად კი ამის თქმა მინდა:
რეკლამებში სექსიზმი და გენდერული როლების პროპაგანდა მძვინვარებს. სურსათი, ჭურჭლის სარეცხი და ბავშვის მოვლის საშუალებები ქალებს. მანქანები, ალკოჰოლური სასმლები და სპორტი კაცებს.
ამ ყველაფერს ფარული დამაზიანებელი ეფექტი აქვს ჩვენს ცნობიერებაზე. გვიყალიბდება გენდერული ხატები, რაც სტერეოტიპული ხდება. სწორედ მსგავსი წყაროები თამაშობს დიდ როლს სქესთა შორის უთანხმოებების წარმოშობაში.
სრულად

ლოკოკინა ხელის გულზე

IMG_20160518_1816512

წვიმს. დავუყევი გრანიტის კიბეს.
მოაჯირებზე გამოშლილან ლოკოკინები.
ეძებენ სარჩოს და გულის სწორს,
სანამ წვიმს უნდა მოიხელთონ თავისი ცალი.
მე ვაკვირდები, ინტერესით ვიყვან ერთერთს და
ვისვამ მტევანზე.
მას, რა თქმა უნდა, ეშინია, მემალება ნიჟარის შიგნით.
ასე გაურბის სტრესს მრავალი ადამიანიც.
ხელი თბილი მაქვს, ის კი ცივ ქვას არის ჩვეული,
ეუცხოვება ალბათ ეს სითბო. გარეთ გამოყო საცეცები
რომ შეამოწმოს სად, რაზე მოხვდა. ვუყურებ როგორ
გამოშალა მთელი სხეული და მახსენდება
ყველა ის დრო, ნიჟარაში როცა შევძვერი.
სრულად