იყავ მერანი, ან მიჰყე მერანს

large

როცა იგემებ ამ ცხოვრების უკუღმართობას,
ან ნიჰილისტი უნდა გახდე,
ან სუიციდში იპოვნო თავი.
ან შეეგუო.

მსუბუქად მაწვიმს გრილ ღამეში.
გზას მივუყვები.
ცივი სიკვდილის შეხებაა
ყოველი წვეთი.
თითქოსდა მისმა სიახლოვემ
დამიზრა კანი.
იმატებს წვიმა, წამოდგა ქარი.

მიმართულებებს გზები გვაძლევს,
საით წავიდეთ.
ჩვენ მხოლოდ ის გვაქვს ასარჩევი
რომელ გზას გავყვეთ.

სრულად